(ნიმუში, შაბლონი; ფორმა, მოდელი; სქემა, დიაგრამა)სქემა-სახე (ხატი), რომელიც მოქმედებს როგორც გაშუალებული წარმოდგენა, ან გძნობითი ცნება, რომლის წყალობითაც აღქმისა და აზროვნების ერთდროულობის რეჟიმში ვლინდება კანონზომიერებები, რომლებიც ახასიათებს მათ არსებობას ბუნებასა და საზოგადოებაში. ამ თვალსაზრისით პატერნი გაიგება როგორც განმეორებადი შაბლონი ან ნიმუში. გრაფიკული პატერნებიდან ასე იქმნება ლამაზი უზორები. აღქმის (გრძნობის) ყოველი ორგანო პატერნებს აღიქვამს თავისი საკუთარი თავისებურებების შესაბამისად.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.