პა პე
პედ

პედაგოგიკა

  1. Gk.
    აღზრდის ხელოვნება ბავშვი მოზარდი მიმყავს) ყველაზე ზოგადი გაგებით,მეცნიერება ადამიანის აღზრდისა და სწავლების შესახებ. უფრო ღრმად თუ ჩავიხედავთ, ეს არის:
  2. მეცნიერება, რომელიც სწავლობს აღზრდის პროცესის კონკრეტულ-ისტორიული განვითარების ობიექტურ კანონებს, რომლებიც ორგანულადაა დაკავშირებული საზოგადოებრივ მიმართებათა განვითარებისა და ბავშვების პიროვნების ქმნადობის კანონებთან, ასევე,მოზარდი თაობის ფორმირების რეალური საზოგადოებრივი აღმზრდელობით-საგანმანათლებლო პრაქტიკის გამოცდილებას, პედაგოგიური პროცესის თავისებურებებსა და პირობებს.
  3. ერთობლიობა იმ თეორიული და გამოყენებითი მეცნიერებებისა, რომლებიც სწავლობს აღზრდის, განათლებისა და სწავლების კანონზომიერებებს.
  4. მეცნიერება იმ აღმზრდელობითი მიმართებების შესახებ, რომლებიც წარმოიქმწებიან აღზრდის, განათლებისა და სწავლების ურთიერთკავშირში თვითაღზრდას, თვითგანათლებასა და თვითსწავლებასთან და ორიენტირებულია ადამიანის პიროვნულ განვითარებაზე.
  5. სასწავლო კურსი, რომელიც პროფილირებული პროგრამებით ისწავლება უმაღლეს სასწავლებელთა პედაგოგიურ სპეციალობებზე. პედაგოგიკის საგანია პიროვნების განვითარებისა და ჩამოყალიბების ერთმთლიანი პედაგოგიური პროცესი მისი აღზრდის, სწავლებისა და განათლების პირობებში. პედაგოგიკის ობიექტია აღზრდა როგორც შეგნებულად და მიზანმიმართულად განხორციელებადი პროცესი. პედაგოგიკის ობიექტად გამოდის სინამდვილის ის მოვლენები, რომლებიც განაპირობებენ ინდივიდის განვითარებას საზოგადოების მიზანმიმართული საქმიანობის პროცესში. ეს მოვლენები შეადგენენ განათლებას და სწორედ ესაა ობიექტური სამყაროს ის ნაწილი, რომელსაც სწავლობს პედაგოგიკა. მეცნიერულ ლიტერატურაში პედაგოგიკის განსაზღვრა უამრავი არსებობს, მაგალითად, „მეცნიერება პედაგოგიური პროცესის შესახებ, რომელიც ორგანიზებულია პედაგოგიური სისტემის პირობებში და უზრუნველყოფს მისი სუბიექტების განვითარებას“ და სხვ. მაგრამ მთავარი ისაა, რომ პედაგოგიკა მეცნიერებათა სისტემაა და იგი უამრავ მეცნიერებას (მის საკუთრივ დარგებს) აერთიანებს თავის თავში. ეს დარგებია: ზოგადი პედაგოკიკა(პედაგოგიკის საფუძვლები, აღზრდის თეორია, დიდაქტიკა, საგანმანათლებლო სისტემების მართვა), ასაკობრივი პედაგოგიკა (სკოლამდელი პედაგოგიკა, დაწყებითი სკოლის პედაგოგიკა, საშუალო სკოლის პედაგოგიკა, უმაღლესი სკოლის პედაგოგიკა, ანდრაგოგიკა), კორექციული პედაგოგიკა (ტიფლოპედაგოგიკა, სურდოპედაგოგიკა, ოლიგოფრენოპედაგოგიკა, ლოგოპედია, პენიტენციალური პედაგოგიკა),
    Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9