ის, რაც პედაგოგიკოსს ეხება, რაც პედაგოგიკასა (მეცნიერებას) და პედაგოგიკურ გამოკვლევებს ახასიათებს. პედაგოგიკური გამოკვლევა, პედაგოგიკური ჰიპოთეზა, პედაგოგიკური ფსიქოლოგია, პედაგოგიკური პრობლემა, პედაგოგიკური ტერმინი და სხვ. ცხადია, რომ პედაგოგიკური პედაგოგიური-ს კერძო შემთხვევაა ( სიტყვა პედაგოგი-ს ორი მნიშვნელობა). მაშასადამე, მაგალითად, მასწავლებლის საქმიანობა პედაგოგიურია და არა პედაგოგიკური, მაგრამ პედაგოგიკოსის საქმიანობა პედაგოგიურიცაა და პედაგოგიკურიც.ესეიგი სიტყვა პედაგოგიკურის ნაცვლად ყოველთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ სიტყვა პედაგოგიური, მაგრამ სიტყვა პედაგოგიურის ნაცვლად ყოველთვის ვერ გამოვიყენებთ სიტყვას პედაგოგიკური. ეს იმითაა განპირობებული, რომ პედაგოგიკას, როგორც მეცნიერებას, ყველა სხვა მეცნიერებათაგან განსხვავებით, სახელწოდება პედაგოგის მიხედვით მიენიჭა. გამოდის, რომ, რაც პედაგოგიკურია, ყველაფერი პედაგოგიურიცაა, მაგრამ, რაც პედაგოგიურია, ყველაფერი პედაგოგიკური არ არის.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.