გარკვეული წესების შესაბამისად პედაგოგიკური ობიექტებისა და მათი თვისებებისათვის ციფრობრივი მაჩვენებლების მინიჭების ოპერაცია. ეს იმიტომ არის საჭირო, რომ ნებისმიერი საგნის, მოვლენისა თუ პროცესის რაოდენობრივი მხარე (თუნდაც იგი ფარული იყოს) თავისი ბუნებით არის ძალიან ძლიერი და თუ პედაგოგიკური კვლევის ხარისხობრივი მხარე დაადასტურა რაოდენობრივმა მხარემ, მაშინ პედაგოგიკური კვლევის შედეგები უცილობლად უტყუარია.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.