კვლევითი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება პედაგოგიკურ მოვლენებსა და პროცესებში მიზეზ-შედეგობრივი კავშირების შესწავლის მიზნით. პედაგოგიკური ექსპერიმენტის ჩარჩოებში გაოიყენება კვლევის თეორიული და ემპირიული მეთოდეხის მთელი კომპლექსი. ექსპერიმენტის არსი და მისი ფუნქციები მდგომარეობს პედაგოგიური ზემოქმედების ცალკეულ ფაქტებსა და მის შედეგებს შორის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ ჰიპოთეზების შემოწმებაში. მკვლევარი|სპერიმენტატორი გამოყოფს განსაზღვრულ ფაქტორებს, რომლებიც მონაწილეობენ საკვლევ პროცესში. იგი ცვლის პირობებს, რომ განსაზღვროს, რა შედეგამდე შეიძლება მივიდეთ; ცდილობს დაადგინოს, რა გავლენას ახდენენ ეს პირობები შედეგებზე. ახალ პირობებს, რომლებიც შემოღებულია ექსპერიმენტატორის მიერ, ეწოდება დამოუკიდებელი ცვლადები, ხოლო შეცვლილ ფაქტებს ეწოდება დამოკიდებული ცვლადები. ამ ცვლილებათა ეფექტის შესახებ მსჯელობენ შედეგების მიხედვით. ექსპერიმენტი.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.