მიზანმიმართული ცვლილება, რომელსაც საგანმანათლებლო გარემოში შეაქვს სტაბილური ელემენტები (სიახლეები), რომლებიც აუმჯობესებენ მთლიანი საგანმანათლებლო სისტემის, მისი ცალკეული ნაწილებისა და კომპონენტების მახასიათბლებს. პედაგოგიური ინოვაციები კლასიფიცირდება: საქმიანობის სახეების მიხედვით პედაგოგიკური (რომლებიც უზრუნველყოფს პედაგოგიურ პროცესს) და მმართველობითი; შეტანილი ცვლილებების მიხედვით რადიკალური (რომლებიც ეფუძნება პრინციპიალურად ახალ იდეებსა და მიდგომებს), კომბინატორული (რომლებიც ცნობილი ელემენტების ახალ შეხამებას წარმოადგენს) და მამოდიფიცირებელი (რომლებიც სრულყოფენ და ავსებენ არსებულ ნიმუშებსა და ფორმებს); შეტანილ ცვლილებათა მასშტაბის მიხედვით მასშტაბის მიხედვით ლოკალური (ცალკეული უბნების ან კომპონენტების ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ცვლილებები), მოდულური (რამდენიმე ლოკალური პედაგოგიური ინოვაციის ურთიერთდაკავშირებული ჯგუფები) და სისტემური (სისტემის როგორც მთლიანის სრული რეკონსტრუქცია); გამოყენების მასშტაბის მიხედვით ერთეულადი და დიფუზური, წარმოშობის წყაროს მიხედვით გარეგანი (საგანმანათლებლო სისტემის ფარგლებს გარეთ) და შინაგანი (საგანმანათლებლო სისტემის ფარგლებში).
სიახლის შეთვისების პროცესი (ახალი საშუალების, მეთოდის, მეთოდიკის, ტექნოლოგიის, პროგრამისა და სხვა).
იდეალური მეთოდიკებისა და პროგრამების ძიება, მათი დანერგვა საგანმანათლებლო პროცესში და მათი შემოქმედებითი ახლებური გააზრება-გაცნობიერება.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.