კატეგორია, რომელიც აღნიშნავს განათლების მოვლენებსა და პედაგოგიკური სისტემის კომპონენტებს შორის ობიექტურ, არსებით, აუცილებელ, ზოგად და მტკიცედ განმეორებად კავშირებს, რომლებიც ასახავს მისი თვითორგანიზაციის, განვითარებისა და ფუნქციონირების მექანიზმებს. კანონი აუცილებელი, არსებითი, მდგრადი, განმეორებადი მიმართება მოვლენებს შორის. სწავლების კანონზომიერებები ეს არის სწავლების პროცესის შემადგენელ ნაწილებს, კომპონენტებს შორის მტკიცედ განმეორებადი კავშირები. ინდივიდუალური პედაგოგიური სისტემა მოიცავს კომპონენტებს: პიროვნულს, მიზნობრივს, შინაარსობრივს, ოპერაციულ-საქმიანობრივს (ფორმები, მეთოდები, სწავლებისა და აღზრდის ტექნოლოგიები), პედაგოგიურს, შედეგობრივ-რეფლექსიურს, პედაგოგიური სისტემის ეფექტურობის შეფასების კრიტერიუმებს.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.