პირობითად შეიძლება დავყოთ ხუთ ეტაპად. აღსანიშნავია, რომ ყოველი ეტაპის ლოგიკა სრულიად თავისებურია და, მასთან,ვარიაციული. პირველი ეტაპი ცოდნისა და ფაქტების დაგროვების სტადია: კვლევის პრობლემისა და თემის შერჩევა, მისი აქტუალურობისა და დამუშავებულობის დონის დასაბუთება; საკითხის თეორიისა და ისტორიის შესწავლა, მოცემულ და მოსაზღვრე სფეროებში მეცნიერული მიღწევების შესწავლა; სასწავლო დაწესებულებებისა და მოწინავე მასწავლებლების პრაქტიკული გამოცდილების შესწავლა; კვლევის ობიექტის, საგნის, მიზნისა და ამოცანების განსაზღვრა. მეორე ეტაპი ფაქტების თეორიული გააზრიანების სტადია: კვლევის მეთოდოლოგიის ამოსავალი კონცეფციების, საყრდენი თეორიული იდეებისა და დებულებების შერჩევა; კვლევის ჰიპოთეზის პირველადი აგება; კვლევის მეთოდების შერჩევა და კვლევის მეთოდიკის დამუშავება. მესამე ეტაპი ექსპერიმენტალური მუშაობის სტადია: კვლევის ჰიპოთეზის აგება - აგება თეორიული კონსტრუქციისა, რომელიც უნდა დამტკიცდეს; მაკონსტატირებელი ექსპერიმენტის ორგანიზაცია და ჩატარება; დამაზუსტებელი ექსპერიმენტის ორგანიზაცია და ჩატარება; კვლევის ჰიპოთეზის შემოწმება; გარდამქმნელი ექსპერიმენტის ორგანიზაცია და ჩატარება; კვლევის ჰიპოთეზის საბოლოო შემოწმება; კვლევის შედეგების (დასკვნების) ფორმულირება. მეოთხე ეტაპი პედაგოგიკური ექსპერიმენტის შედეგების ანალიზი და გაფორმება: საბოლოო დასკვნებისა და პრაქტიკული რეკომენდაციების დასაბუთება; კვლევის თემაზე შექმნილი მეცნიერული მოხსენებები, სტატიები, სასწავლო-მეთოდიკური დამხმარეები, მონოგრაფიები, წიგნები; კვლევის თემაზე შექმნილი პლაკატები, დიაფილმები, კინოფილმები. მეხუთე ეტაპი კვლევის შედეგების პროპაგანდა და დანერგვა: გამოსვლები სემინარებზე, მეცნიერულ-პრაქტიკულ კონფერენციებზე, სიმპოზიუმებზე და ასე შემდეგ.; პუბლიკაციები პედაგოგიკური ინფორმაციის მასიურ საშუალებებში.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.