პედაგოგიკურ პროცესებსა და მოვლენებში მიზეზ-შედეგობრივი კავშირებისა და კანონზომიერებების გამოვლენა და მათ საფუძველზე თეორიებისა და მეთოდიკების დამუშავება. ეს არის ის, რისკენაც ვისწრაფვით, რაც უნდა განხორციელდეს, ეს — კვლევის ჩანაფიქრია, ეს არის ის, რაც უნდა მივიღოთ კვლევის შედეგად. მიზანი უნდა იყოს ფორმულირებული სხარტად, ზუსტად და მკაფიოდ, იგი ცხადად უნდა გამოხატავდეს იმას, რის გაკეთებაც სურს მკვლევარს. კერძოდ, პედაგოგიკური მიზანი მკვლევარის მიერ თავისი მეცნიერული კვლევის შედეგების წინასწარი განჭვრეტაა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.