ობიექტის შესწავლის განსაზღვრული ასპექტი. სწორედ საგანი განსაზღვრავს კვლევის თემას. კვლევის ობიექტი ისე შეეფარდება საგანს, როგორც მთელი შეეფარდება თავის ნაწილს, როგორც ზოგადი შეეფარდება კერძოს. ეს იმას ნიშნავს, რომ საგანი ობიექტის საზღვრებშია მოქცეული. მაშასადამე, კვლევის საგანი არის ობიექტის ცალკეული ასპექტი, შეხედულება, რომლითაც განიხილება ობიექტი. ის შეიძლება კითხვის სახითაც იყოს ფორმულირებული: „როგორ განიხილება ობიექტი? ობიექტის როგორ მიმართებებს, თვისებებს, ფუნქციებს ხსნის მოცემული კვლევა?
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.