პედაგოგიკის ნებისმიერი დარგი. პედაგოგიკური მეცნიერებებია: სკოლის პედაგოგიკა, სოციალური პედაგოგიკა, მათემატიკის სწავლების მეთოდიკა და სხვა მრავალი. ზოგჯერ სიტყვა პედაგო – გიკის ნაცვლად იყენებენ სიტყვათშეხამებას პედაგოგიკური მეცნიერება, რაც არაა სწორი. პედაგოგიკა თვითონაა მეცნიერება და გამოთქმა „პედაგოგიკური მეცნიერება“ (ესეიგი მეცნიერული მეცნიერება) არ არის კორექტული. პედაგოგიკის ცალკეული დარგები ერთიანობაში ქმნიან მწყობრ სისტემას, პედაგოგიკურ მეცნიერებათა სისტემას ანუ პედაგოგიკას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.