პა პე
პედ

პედაგოგიკური ტერმინოლოგია

ლექსიკურ საშუალებათა და დასახელებათა სისტემა, რომელიც გამოიყენება აღზრდის, სწავლებისა და განათლების თეორიასა და პრაქტიკაში. პედაგოგიკური ტერმინოლოგია ათავისუფლებს მასწავლებელს იმის აუცილებლობისგან, რომ ცნების გამოყენებისას გაიმეოროს მისი ნიშნების მთელი ნაკრები, ქმნის პირობებს აზროვნების ეკონომიურობისა და ოპერატიულობისთვის. პედაგოგიკის ცნებითი აპარატის ფორმირება ხელს უწყობს პედაგოგიკური მოვლენებისა და პროცესების არსის გააზრებასა და გაგებას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9