პა პე
პედ

პედაგოგიკური ტექნოლოგია

ზოგადპედაგოგიკური თეორია, რომელიც ტექნოლოგიურია თავისი არსით. პედაგოგიკური ტექნოლოგია პედაგოგიკის, როგორც მეცნიერების, კუთვნილებაა და ამიტომ არის იგი ზოგადპედაგოგიკური, პედაგოგიკურ ტექნოლოგიებს მიეკუთვნება: თანამშრომლობის პედაგოგიკა, რომელიც მოდის პედაგოგიურ ფსიქოლოგიური პრაქტიკის საუკეთესო ტრადიციებიდან (კონსტანტინ უშინსკი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკოლაი პიროგოვი. ლევ ტოლსტოი, სტანისლავ შაცკი, ვასილი სუხომლანსკი, ანტონ მაკარენკო, ჟან-ჟაკ რუსო, იანუშ კორჩაკი, კარლ როჯერსი, ერიკ ბერნი), პიროვნულ-ორიენტირებული მიდგომის პედაგოგიკა (შალვა ამონაშვილი, ვალდორფის სკოლის პედაგოგიკა (რუდოლფ შტაინერი), თავისუფალი შრომის პედაგოგიკა (სელესტენ ფრენე), „პედაგოგიური სახელოსნოების“ პედაგოგიკა (ლანჟევენი, ანრი ვალონი, ჟან პიაჟე და სხვა.), საქმიან თამაშობათა პედაგოგიკა (ფრიდრიხ ფრებელი, მარია მონტესორი), საგანმანათლებლო პროექტების. პედაგოგიკა (ჯონ დიუი, უილიამ კილპატრიკი, თვითგანვითარების პედაგოგიკა (მარია მონტესორი), ალბა–თური განათლების პედაგოგიკა (ალექსანდრ ლობოკი) და მრავალი სხვა. ტექნოლოგია და პედაგოგიური ტექნოლოგია.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9