პა პე
პედ

პედაგოგის ეთიკა

სრულიად განსაკუთრებული ფენომენი, რომლის რაობისა და შინაარსის გახსნა შეიძლება მისი სტრუქტურის ანალიზის მეშვეობით. ამ სტრუქტურაში ოთხი ძირითადი ბლოკი გამოიყოფა. ჯერ ერთი, ეს არის თავისი შრომისადმი, თავისი საქმიანობის საგნისადმი პედაგოგის მიმართების ეთიკა. მეორე-ეს არის „ვერტიკალის“ მიხედვით მიმართებათა ეთიკა: სისტემაში „პედაგოგი-მოსწავლე“. ამ სისტემაში განიხილება ზემოხსენებულ მიმართებათა ძირითადი პრინციპები, ნორმები და ის მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება პედაგოგის პიროვნებასა და ქცევას. მესამეეს არის „ჰორიზონტალის“ მიხედვით მიმართებათა ეთიკა: სისტემაში „პედაგოგი-პედაგოგი“. ამ სისტემაში განიხილება ის მიმართებები, რომლებიც რეგლამენტირდებიან არა იმდენად ზოგადი წორმებით, რამდენადაც პედაგოგის საქმიანობისა და ფსიქოლოგიის სპეციფიკით. მეოთხე პედაგოგისა და ხელმძღვანელი სტრუქტურების ადმინისტრაციულ-საქმიანი მიმართებების ეთიკაა, რომელიც ორივე მხარეს უკანონებს გარკვეულ „თამაშის წესებს“, რომლებიც ორიენტირებულია განათლების სისტემის მართვის ოპტიმიზაციაზე.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9