პა პე
პედ

პედაგოგიური გამოცდილება

  1. საგანმანათლებლო პრაქტიკაში მასწავლებლის მიერ პედაგოგიკის კანონებისა და პრინციპების შემოქმედებითი და აქტიური ათვისება და მათი რეალიზაცია კონკრეტული პირობების, ბავშვების, ბავშვთა კოლექტივისა და საკუთარი პიროვნების თავისებურებების გათვალისწინებით. პედაგოგიურ გამოცდილებას ყოფენ სახეებად: ისტორიული (პედაგოგიკის თეორიისა და პრაქტიკის შედეგები, რომლებიც მიღებულია განათლების განვითარების მთელი ისტორიის მანძილზე). მასიური (პედაგოგიკის თეორიისა და პრაქტიკის შედეგები, რომელთაც პრაქტიკაში ფართოდ იყენებს მასწავლებელთა უმრავლესობა). მოწიწავე (რომელიც ხასიათდება იმით, რომ მასწავლებელი უკეთეს შედეგებს ღებულობს სწავლების არსებულ საშუალებათა სრულყოფისა და პედაგოგიური პროცესის ოპტიმალური ორგანიზაციის ხარჯზე). ნოვატორული (რომელიც შეიცავს სიახლის, აღმოჩენის, გამოგონების, ავტორობის ელემენტებს).
  2. დიდაქტიკური სისტემები, დამუშავებული იმ თეორიების საფუძველზე, რომელთა მაღალი ეფექტურობა დაამტკიცა პედაგოგიურმა პრაქტიკამ; ზოგადი განვითარების თეორია (ზანკოვი), გონებრივ ქმედებათა ეტაპობრივი ფორმირების თეორია (გალპერინი), შინაარსობრივ განზოგადებათა თეორია (დავიდოვი, ელკონინი, ლერნერი), პედაგოგიური თანამშრომლობის თეორია (მაკარენკო სუხომლინსკი, შატალოვი, ამონაშვილი და სხვა.), გამოგონებითი ამოცანების ამოსხნის თეორია (ალტშულერი) და სხვა.
    Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9