პროგნოზირება და წიწასწარმეტყველება ბავშვის პიროვნების განვითარებისა და განათლების სფეროში, პედაგოგიურ ურთიერთქმედებებში მოვლენათა და ხდომილობათა შესაძლო სვლის განჭვრეტა. ხორციელდება პროგნოზირების გზით (ობიექტის შესახებ წინსწრებითი ინფორმაციის მიღების პროცესი, რომელიც ემყარება მეცნიერულად დასაბუთებული დებულებებსა და მეთოდებს). წინასწარმეტყველების გზით (პროგნოზი, რომელიც გამოხატულია მსჯელობებისა და შეფასების ფორმით). პედაგოგიურ განჭვრეტაში არანაკლებ როლს თამაშობს პედაგოგიური ინტუიცია (უშუალოდ, ლოგიკური ანალიზის გარეშე სწორი ამოხსნის ხედვის უნარი) და ინსაიტი (გაბრწყინება, აღმოჩენა, ახალი იდეის მეყსეული დაბადება).
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.