მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და უნარების, ასევე, სიძნელეების, რომლებსაც ისინი სწავლისას განიცდიან, ქცევაში გადახრების და სხვა მისთანათა ხასიათისა და მოცულობის განსაზღვრა. პედაგოგიური დიაგნოზი დაისმის მოსწავლეთა მიერ სასკოლო პროგრამის შეთვისების, მათ სწავლასა და სხვა საქმიანობაზე დაკვირვების, მისი შედეგების შესწავლისა და სხვა. შესახებ მონაცემების საფუძველზე. პედაგოგიური დიაგნოსტიკა კონტროლისა და შეფასების იმ ხერხების ერთობლიობაა, რომლებიც ორიენტირებულია სასწავლო პროცესის ოპტიმიზაციის ამოცანების ამოხსნაზე, მოსწავლეთა დიფერენციაციაზე, ასევე, საგანმანათლებლო პროგრამებისა და პედაგოგიური ზემოქმედების მეთოდების სრულყოფაზე. პედაგოგიური დიაგნოსტიკა ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული მეცნიერულ დისციპლინად. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ არსებობს მეცნიერული დიაგნოსტიკის სხვადასხვა, ზოგჯერ ერთმანეთისაგან ძალზე განსხვავებული, განსაზღვრა. ერთმანეთისაგან განასხვავებენ განსწავლულობისა და განსწავლადობის დიაგნოსტირებას. დიაგნოზი.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.