პედაგოგიური ჭეშმარიტებები, რომლებიც არ ექვემდებარება გადახედვას. ტერმინი შემოიღო ფრანგმა პედაგოგმა სელესტენ ფრენემ, რომელმაც ჰუმანისტური პედაგოგიკის საფუძველზე დაამუშავა 30 ინვარიანტული პრინციპი. მაგალითად: ბავშვის ბუნება ისეთივეა, როგორიც მოზრდილის ბუნება; სკოლაში ბავშვის ქცევა დამოკიდებულია მის ფსიქოლოგიურ იერსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე; არავის - არც ბავშვს, არც მოზარდს არ უყვარს, რომ მას მბრძანებლობდნენ; ნებისმიერი ადამიანი მიისწრაფვის წარმატებისკენ; მარცხი, წარუმატებლობა ამუხრუჭებს მუშაობას და სპობს ენთუზიაზმს. ინვარიანტი.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.