პა პე
პედ

პედაგოგიური კულტურა

  1. ნაწილი იმ ზოგადი კულტურისა, რომელშიც მნიშვნელოვანწილად აისახება სულიერი და მატერიალური ფასეულობები, ასევე, შემოქმედებითი პედაგოგიური საქმიანობის ხერხები, რომლებიც აუცილებელია კაცობრიობისათვის, რომ მოემსახუროს თაობათა ცვლისა და პიროვნების სოციალიზაციის ისტორიულ პროცესებს; სოციალიზაცია ხომ ინდივიდის მიერ კულტურული ნორმებისა და ფასეულობების შეთვისების პროცესია.მასწავლებლის პედაგოგიური კულტურა გულისხმობს მასწავლებლისა და მოსწავლის შემოქმედების აღორძინებასა და თვითრეალიზაციას.პედაგოგიური კულტურის მეტოდოლოგიური საფუძველია კულტურათა დიალოგის ფილოსოფიური თეორია. კულტურის ფენომენი განისაზრვრება გარდასული, თანამედროვე და მომავალი კულტურების დიალოგისა და ერთმანეტსი მატი ურთიერთშეღწევის საშუალებით. პედაგოგიური კულტურა შეიძლება განვიხილოთ როგორც პედაგოგიური ფასეულობების, საქმიანობის ხერხებისა და მასწავლებლის პროფესიონალური ქცევის დინამიკური სისტემა. ეს განათლებულობის ის დონეა, რომლის მეშვეობითაც ხდება პროფესიონალური ცოდნის გადაცემა.პედაგოგიურ კულტურას თავისი კომპონენტები გააცნია. ეს კომპონენტები შეიზლება დავყოთ სამ ჯგუფად:
  2. პირველ ჯგუფში შედის პედაგოგიკური პოზიცია და პედაგოგის პიროვნულ-პროფესიონალური თვისებები
  3. მეორე ჯგუფს შეადგენს პედაგოგიკური ცოდნა და აზროვნება. პედაგოგიკურ კულტურას განსაზღვრავს არა იმდენად ცოდნა, რამდენადაც - მიმართება ცოდნისადმი.ცოდნისადმი მიმართება აზროვნების დონით განისაზღვრება. პედაგოგიური აზროვნება თავის თავში მოიცავს: კრიტიკულ აზროვნებას (რომელიც გულისხმობს სწავლებასთან მისი ურთიერთქმედების ანალიზირების აუცილებლობას);შემოქმედებით აზროვნებას;პრობლემურ-ვარიაციულ აზროვნებას;
  4. მესამე ჯგუფს მიეკუთვენება პროფესიონალური უნარები და პედაგოგიური საქმიანობის შემოქმედებითი ხასიათი.
    Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9