მორალური არჩევანი, რომელსაც მასწავლებელი აკეთებს, პედაგოგიური პოზიციისათვის დამახასიათებელია ორი მხარე: მსოფლმხედველობრივი(რომელიც გამოიხატება პროფესიის საზოგადოებრივი მნიშვნელობის გაცნობიერებაში, ჰუმანისტურ პრინციპებზე ორიენტაციის არჩევანის სისწორესა და მასში დარწმუნებულობაში) და ქცევითი (რომელიც გამოიხატება იმაში, რომ მასწავლებელს აქვს უნარი, მიიღოს გადაწყვეტილებები, იყოს მათზე პასუხისმგებელი და შექმნას პირობები მოსწავლის პიროვნების თვითრეალიზაციისათვის).პედაგოგიური პოზიცია რეალიზდება მასწავლებლის პიროვნულ- პროფესიონალური თვისებების, მისი ინტერესებისა და სულიერი მოთხოვნილებების მეშვეობით. პედაგოგიური პოზიცია მასწავლებლის მიერ თავისი ადგილის, თავისი ფუნქციების ხედვითი აღქმაა(ხედვა). ვლინდება მის შეხედულებებსა და საქმიანობის ხერხების შერჩევაში.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.