|

პა პე პი პლ პო პრ
პედ პენ პერ

პედაგოგიური პროცესი

L.
(წინსვლა, ცვალებადობა)-აღმზრდელებისა და აღსაზრდელების განვითარებადი ურთიერთზემოქმედება, რომელიც ორიენტირებულია დასახული მიზნის მიღწევაზე და რომელიც საბოლოო ჯამში მიდის აღსაზრდელების თვისებებისა და ხარისხის გარდაქმნამდე. ახალ მდგომარეობამდე, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი. პედაგოგიურ პროცესს ახასიათებს მიზამიმართულობა, ორმხრივობა, მთლიანობა. მისი ფუნქციებია: განმანათლებლობითი, განმავითარებლობითი,აღმზრდელობითი. მისი შინაარსი ძალზე მრავალფეროვანი და მრავალწახნაგოვანია, მაგრამ ძირითადია საზოგადოების ფასეულობათა გარკვეული სისტემით დეტერმინირებული ცოდნის მოცულობა და ხასიათი, უნარ-ჩვევები, ჩვეულებები, პიროვნების თვისებები, რომლებიც ესაჭიროება ინდივიდს ყველა მოქალაქისათვის დადგენილი უნივერსალური და ზოგადი ფუნქციების შესასრულებლად. პედაგოგიური პროცესი წარმოადგენს ორგანიზაციული აღზრდის, აღმზრდელობით მიმართებათა ხერხს, რომელიც მდგომარეობს მოცემული პროცესის მონაწილეთა განვითარების ფაქტორების მიზანმიმართულ შერჩევასა და გამოყენებაში.პედაგოგიურ პროცესს ქმნის პედაგოგი, მაგრამ ნებისმიერ პედაგოგიურ პროცესს როგორი პედაგოგიც არ უნდა ქმნიდეს მას, ერთნაირი სტრუქტურა გააჩნია: მიზანი, პრინციპები, შინაარსი, მეტოდები, საშუალებები, ფორმები, მიზანი უნდა ასახავდეს კონკრეტულ შედეგს, რომლისკენაც მიისწრაფვიან პედაგოგიცა და აღსაზრდელებიც.პრინციპები საზღვრავენ მიზნის მიღწევის ძირითად მიმართულებებს. შინაარსი კაცობრიობის გამოცდილების ის ნაწილია, რომელიც გადაეცემა აღსაზრდელებს დასახული მიზნისა და შერჩეული პრინციპის შესაბამისად. მეთოდები ის მოქმედებებია, რომლებსაც ასრულებენ პედაგოგი და აღსაზრდელები, რომ ამ უკანასკნელებმა მიიღონ ის გამოცდილება, რომელიც გათვალისწინებულია შინაარსით. საშუალებები პედაგოგისა და აღსაზრდელების შინაარსზე მუშაობის ხერხებია, რომელთა გამოყენება მეთოდებთან ერთიანობაში ხდება. პედაგოგიური პროცესის ორგანიზაციის ფორმები მას ანიჭებენ ლოგიკურ სრულყოფილებას, აძლევენ დასრულებულ სახეს.პედაგოგიური პროცესის დინამიკურობა უზრუნველიყოფა მისი სამი სტრუქტურის ურთიერთქმედებით. ეს სტრუქტურებია:პედაგოგიკური, მეთოდიკური და ფსიქოლოგიური.პედაგოგიკური სტრუქტურა აღწერილი იყო ზემოთ. მეთოდიკური სტრუქტურის შესაქმნელად მიზანს ყოფენ ამოცანებად რომელთა შესაბამისად განსაზღვრავენ პედაგოგისა და აღსაზრდელის საქმიანობის ეტაპებს. ფსიქოლოგიურ სტრუქტურას მიეკუთვნება აღქმის, აზროვნების, გაცნობიერების, ინფორმაციის შეთვისების პროცესები, აღსაზრდელთა მიერ ინტერესისა და მიდრეკილებების გამოვლენა,აღსაზრდელთა ფიზიკური და ნერვულ-ფსიქიკური დაძაბულობის აღმასვლა და დაღმასვლა. მასასადამე, ფსიქოლოგიურ სტრუქტურაში გამოიყოფა სამი ქვესტრუქტურა: შემეცნებითი პროცესები, სწავლის მოტივაცია, დაძაბულობა. იმისათვის, რომ პედაგოგიური პროცესი მუშაობდეს, აუცილებელია, რომ მუშაობდეს მართვის პროცესი. პედაგოგიური მმართველობა არის პედაგოგიური სიტუაციების, პროცესების ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადაყვანის პროცესი.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9