|

პა პე პი პლ პო პრ
პედ პენ პერ

პედაგოგიური პროცესის კანონზომიერებები

  1. პედაგოგიური პროცესის მოვლენებსა და ცალკეულ მხარეებს შორის ობიექტურად არსებული, განმეორებადი, მდგრადი,არსებითი კავშირები. პედაგოგიური პროცესის კანონზომიერებები შეიძლება განპირობებული იყოს სოციალური პირობებით(კონკრეტულ ისტორიულ პირობებში აღზრდისა და სწავლების ხასიათი განისაზღვრება საზოგადოების მოთხოვნილებით, ეკონომიკით, ეროვნულ-კულტურული თავისებურებებით)
  2. ადამიანის ბუნებით (ბავშვის პიროვნების ფორმირება მიმდინარეობს ასაკობრივ და ინდივიდუალურ თავისებურებებთან პირდაპირ დამოკიდებულებაში);
  3. აღმზრდელობითი პროცესის არსით ( პიროვნების აღზრდის, სწავლების, განათლებისა და განვითარების პროცესების აღზრდის, სწავლების, განათლებისა და განვითარების პროცესების განუყოფლობა ერთმანეთისაგან; სოციალური ჯგუფისა და პიროვნების ურთიერთკავშირი სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში; აღზრდის ამოცანების, შინაარსის, მეთოდებისა და ფორმების ურთიერთკავშირი).
    Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9