პროფესიოწალური საქმიანობა, რომლის მიზანია პედაგოგიურ პროცესში ოპტიმალური პირობების შექმნა ბავშვის პიროვნების აღზრდის, განვითარებისა და თვითგანვითარებისათვის, ასევე, თავისუფალი და შემოქმედებითი თვითგამოხატვის შესაძლებლობათა არჩევისათვის. პედაგოგიური საქმიანობის ძირითადი პრობლემაა მასწავლებლის მოთხოვნებისა და მიზნების დამთხვევა: მოსწავლეთა შესაძლებლობებთან, სურვილებთან და მიზნებთან, პედაგოგიური საქმიანობის განხორციელება განპირობებულია მასწავლებლის პროფესიონალური შეგნების დონით, მის მიერ პედაგოგიური ტექნოლოგიებისა და პედაგოგიური ტექნიკის ფლობით. არსებობს პედაგოგიური საქმიანობის სამი მოდელი: იძულების პედაგოგიკა (ავტორიტარული პედაგოგიკა), სრული თავისუფლების პედაგოგიკა და თანამშრომლობის პედაგოგიკა. პედაგოგიური საქმიანობა მოღვაწეობაა და მისი სუბიექტი ეროვნული მოღვაწეა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.