|

აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ
ანა ანდ ანთ ანკ ანო ანტ

ანომალიური ბავშვები

ბავშვები, რომლებშიც ფიზიკური ან ფსიქიკური გადახრები იწვევს ზოგადი განვითარების ნორმალური მსვლელობის დარღვევას. სხვადასხვა ანომალია სხვადასხვანაირად აისახება ბავშვთა სოციალური კავშირების ფორმირებაზე. დარღვევის ხასიათის მიხედვით, დეფექტების ნაწილი შეიძლება სრულად იქნეს დაძლეული ბავშვის განვითარების პროცესში, ნაწილი კი შეიძლება დაექვემდებაროს მხოლოდ კორექციას ან კომპენსაციას. ანომალიური ბავშვის განვითარება მთლიანობაში ექვემდებარება ბავშვის ფსიქიკური განვითარების ზოგად კანონზომიერებებს, მაგრამ მას საკუთარი კანონზომიერებებიც საკმაოდ ანომალიურად ითვლება მხოლოდ ისეთი ბავშვი, რომლის განვითარება დარღვეულია. ეს იმას ნიშნავს, რომ დეფექტის მქონე ყველა ბავშვი არ მიეკუთვნება ანომალიურთა კატეგორიას. მაგალითად, თუ ბავშვმა დაკარგა ცალი თვალი ან სმენა ერთ ყურში, ის ანომალიური არ არის, რადგან მისი ფსიქიკური განვითარება შეიძლება სრულიად ნორმალურად წარიმართოს. ანომალიური მხოლოდ ის ბავშვებია, რომელთაც დეფექტების გამო დარღვეული აქვთ ფსიქიკური განვითარების ნორმალური პროცესი. სხვა სიტყვებით, ანომალიურ ბავშვებზე საუბრისას საუბარია ბავშვის ანომალიურ განვითარებაზე და არა ცალკეულ დეფექტებზე.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9