მატერიალური ობიექტები და სულიერი კულტურის საგნები, რომლებიც განკუთვნილია პედაგოგიური პროცესის ორგანიზაციისა და მისი განხორციელებისათვის. ამასთან, პედაგოგიური საშუალებები საგანმანათლებლო პროცესში ასრულებს მოსწავლეთა განვითარების ფუნქციას; ასეთ საშუალებებს წარმოადგენს პედაგოგიური პროცესის ყოველი საგნობრივი მხარდაჭერა, ასევე, მრავალფეროვანი საქმიანობა, რომელშიც ჩართულია აღსაზრდელები: შრომა, თამაშობა, სწავლა, ურთიერთობა, შემეცნება და სხვა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.