|

პა პე პი პლ პო პრ
პედ პენ პერ

პედაგოგიური ტექნიკა

მასწავლებლის ზოგადპედაგოგიკური და ფსიქოლოგიური უნარების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს მასწავლებლის მიერ საკუთარი ფსიქოფიზიოლოგიური მდგომარეობის, გუნებ-განწყობის, საკუთარი სხეულის, მეტყველებისა და პედაგოგიურად მიზანშეწონილი ურთიერთობის ორგანიზაციის ფლობას. პედაგოგიური ტექნიკის შემადგენლობაში შედის: მეტყველებითი ტექნიკა (მეტყველებითი ურთიერთობის კულტურა), მიმიკა, პანტომიმიკა, თვითრეგულაციისა და კონტაქტური ურთიერთქმედებების ხერხები.პედაგოგიური ტექნიკა პედაგოგიური ტექნოლოგიის შემადგენელი ნაწილია და მისი პრაქტიკული რეალიზაციის საფუძველს წარმოადგენს.იგი აუცილებელია პედაგოგისათვის, რომ პრაქტიკაში ეფექტურად გამოიყენოს როგორც ცალკეულ აღსაზრდელებზე, ისე ბავშვთა მთელ კოლექტივზე მის მიერ შერჩეული პედაგოგიური ზემოქმედების მეთოდები.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9