(æv წინააღმდეგ + vóuoç კანონი; წინააღმდეგობა კანონში ან კანონის წინააღმდეგობა თავის თავთან) ობიექტის შესახებ წინააღმდეგობრივ გამონათქვამებს აქვთ ლოგიკურად თანაბარუფლებიანი დასაბუთება, და მათი ჭეშმარიტობა ან მცდარობა არ შეიძლება დასაბუთდეს მიღებული პარადიგმის ჩარჩოებში. ეს იგივეა, რაც წინააღმდეგობა ორ დებულებას შორის, როცა ეს დებულებები ერთნაირად ჭეშმარიტადაა აღიარებული. ანტინომია, როგორც წესი, ორ თეორიულ დებულებას შორის ლოგიკურ წინააღმდეგობას აფიქსირებს თეზისურ-ანტითეზისური ფორმით.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.