|

პა პე პი პლ პო პრ
პედ პენ პერ

პედაგოგიური ურთიერთქმედება

აღმზრდელისა და აღსაზრდელის (აღსაზრდელების) პირადი კონტაქტი (შემთხვევითი ან წინასწარ განზრახული, კერძო ან პუბლიკური, ხანგრძლივი ან მოკლევადიანი, ვერბალური ან არავერბალური), რომლის შედეგია მათი ქცევების, საქმიანობების, მიმართებების, განწყობების ურთიერთცვლილება. პედაგოგიური ურთიერთქმედებები შეიძლება გამოვლინდეს თანამშრომლობის სახით, როცა ორივე მხარის მიერ ერთობლივი საქმიანობის მიზნებისა და მათი მიღწევის გაგებაში მიიღწევა ურთიერთშეთანხმება და სოლიდარობა, და მეტოქეობის სახითაც, როცა ერთობლივი საქმიანობის ერთ მოწაწილეთა წარმატებები სტიმულს აძლევენ ან ამუხრუჭებენ მეორე მონაწილეთა უფრო პროდუქტიულ და მიზანმიმართულ საქმიანობას. ჰუმანისტურად ორიენტირებული პედაგოგიური პროცესი მხოლოდ ის პროცესი შეიძლება იყოს, რომელშიც აღმზრდელისა და აღსაზრდელის პედაგოგიური ურთიერთქმედებები ისეთია, სადაც ორივე მონაწილე გამოდის როგორც პარიტეტული, თანაბარუფლებიანი, პარტნიორები თავიანთი ცოდნისა და შესაძლებლობების ფარგლებში.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9