მასწავლებლის მიერ პედაგოგიური საქმიანობის ან ურთიერთობის ისეთ საშუალებათა გამოყენება, რომელთაც პროფესიონალური ნორმების, წესების, ეტალონების დარღვევამდე მივყავართ (მაგალითად, მოსწავლის დამცირება, ქულების დადაბლება ან ამაღლება შეფასებისას და სხვა. პედაგოგიური შეცდომები წარმოიშობა როგორც ობიექტური მიზეზების შედეგად (როცა პდაგოგი-პროფესიონალი მისდევს ისეთ წესებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საგანმანათლებლო პროცესის პარადიგმებს), ისე სუბიექტური მიზეზების შედეგად (როცა მასწავლებელი პროფესიონალურად არაკომპეტენტურია და სხვა).
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.