პედაგოგიკური მეცნიერება ანუ პედაგოგიკის დარგი, რომელიც სწავლობს იმ პირთა გამოსწორებაზე ორიენტირებულ საქმიანობას, ვინც დანაშაული ჩაიდინა და დასჯის სხვადასხვა ზომა აქვთ მისჯილი (არასრულწლოვანთა დანაშაული). სწავლობს დამნაშავე არასრულწლოვანთა და მოზრდილთა აღზრდისა და სწავლების პრობლემებს, მსჯავრდებულებთან მუშაობის კანონზომიერებებს. ტერმინი „პენიტენციალური პედაგოგიკა“ შემოღებულია მეოცე საუკუნის 90-იან წლებში ნაცვლად ტერმინისა „შრომა-გასწორების პედაგოგიკა“, რომელიც ადრე იხმარებოდა. არასრულწლოვანთათვის დამოუკიდებელი პენიტენციალური პედაგოგიკა არ მუშავდება. არასრულწლოვანთა გამოსწორებისა და ხელახალი აღზრდის ყველა საკითხი განიხილება პენიტენციალური პედაგოგიკის ზოგად ჩარჩოებში.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.