|

პა პე პი პლ პო პრ
პედ პენ პერ

პერსევერაცია

L.
დაჟინება, სიჯიუტე; ავიხირებ ავიჩემებ)ამა ავიჩემებ)ამა თუ იმ მოქმედების, აზრის ან განცდის აკვიატებული ციკლური გამეორება ან დაჟინებული კვლავწარმოება, ხშირად შეგნებული ნების საწინააღმდეგოდ. პერსევერაციას განასხვავებენ მოძრაობით, ემოციონალურ სენსოპერცეფციულ და ინტელექტუალურ სფეროებში. ამიტომ გამოყოფენ აზროვნების პერსევერაციას, მოტორიკულ, ემოციონალურ, სენსორულ პერსევერაციებს. მეტყველების პერსევერაციის მაგალითია ზეპირ ან წერით მეტყველებაში რომელიმე სიტყვის აკვიატებული გამეორება და სხვა. ვარაუდობენ, რომ პერსევერაციის საფუძველია ნეირონული სტრუქტურების ციკლური აგზნების პროცესები, რაც დაკავშირებულია მოქმედების შეწყვეტის შესახებ სიგნალის დაგვიანებასთან.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9