(cvrá0s avzi წინააღმდეგ + á0o; ვნება, ჟინი) მტრობის, ცუდი განწყობილების ან ზიზღის გრძნობა, ვინმესთან ან რაიმესთან უსიამოვნო ემოციონალური მიმართება. ანტიპათია, როგორც სიმპათია, არის ანგარიშმიუცემელი, შეუცნობელი გრძნობა და არ არის განპირობებული ნებისყოფითი გადაწყვეტილებით, მაგრამ იგი შეიძლება აღმოცენდეს გაცნობიერებულადაც, იმ ადამიანთა, არსებათა და მოვლენათა მიმართ ჩამოყალიბებულ მორალურ შეფასებათა შედეგად, რომელთაც კიცხავს მოცემულ საზოგადოებაში მიღებული შეხედულებათა სისტემა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.