( auvшatol შეუცნობადი, შეუცნობელი)- ფილოსოფიაში, შემეცნების თეორიასა და თეოლოგიაში ეს ტერმინი პრინციპულად შეუძლებლად მიიჩნევს ობიექტური სინამდვილის შემეცნებას მხოლოდ სუბიექტური გამოცდილებით.ასევე შეუძლებლად მიიჩნევს რეალობის ნებისმიერი ზღვრული და აბსოლუტური საფუძვლების შემეცნებას.აგნოსტიციზმი უარყოფს, აგრეთვე, მთლიანად სუბიექტური წანამძღვრების საფუძველზე დამყარებული იდეებისა და დებულებების დამტკიცების ან უარყოფის შესაძლებლობას. ზოგჯერ აგნოსტიციზმი განისაზღვრება როგორც ფილოსოფიური მოძღვრება რომელიც ადასტურებს სამყაროს პრინციპიალურ შეუცნობადობას. ესეიგი უარყოფს სინამდვილის ობიექტური შემეცნების შესაძლებლობას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.