|

პა პე პი პლ პო პრ
პიგ პილ პირ

პირველი შთაბეჭდილების ეფექტი

ფსიქოლოგიური ფენომენი. ამ ეფექტის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები სხვა ადამიანთა გაცნობისა და მათი შეფასებისას ხშირად უპირატესობას ანიჭებენ იმ შთაბეჭდილებას, რომელიც მათ შეექმნა ურთიერთობის პირველივე წუთებიდან. ისიც კი ხდება, რომ პირველი შთაბეჭდილების სიძლიერე ფარავს შემდგომი ურთიერთობებისას მიღებულ ყველა შთაბეჭდილებას და ეს შთაბეჭდილებები მას ეჩვენება არასწორად.მაცდურად.პირველი შთაბეჭდილება შეიძლება შეიქმნას წინასწარგანზრახვით ან წინასწარგანუზრახველად. პირველ შთაბეჭდილებაზე გავლენას ახდენს ადამიანის ისეთი თავისებურებები, როგორიცაა: გარეგნობა, ქცევისა და ლაპარაკის მანერა, საკუთარ თავში დარწმუნებულობა თუ დაურწმუნებლობა, ხმა, მზერა და სხვა. პოზიტივისა თუ ნეგატივის ადრე წარმოშობილი შეგრძნებები შეწარჩუნებული იქნება გაცნობილი ადამიანის საპირისპირო ქცევის დროსაც შემდგომში. უნდა ითქვას, რომ ადამიანს შეუძლია პირველი შთაბეჭდილების შექმნის სწავლაც. ამოსათვის იგი მოემზადება უცნობთან შესახვედრად, შემდეგ კი, ურთიერთობისას, თვალ-ყურს ადევნებს საკუთარ მეტყველებას, ქცევას, გარეგნობის ცვლას და სხვა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9