|

პა პე პი პლ პო პრ
პიგ პილ პირ

პირველკლასელის ადაპტაცია

  1. სასკოლო სწავლება ბავშვის წინაშე აყენებს გარკვეულ მოთხოვნებს, რომლებიც ერთიანდებიან ცნებაში „მზაობა სასკოლო სწავლებისათვის“. ამ მზაობის ფრიად მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ადაპტაცია ანუ სასკოლო სწავლების პირობებთან შეწყობა, შეგუება ცხოვრების ეს პერიოდი პირველკლასელისათვის ძალზე მნიშვნელოვანია. პრაქტიკულად იცვლება ყველაფერი, ბავშვის მთელი ცხოვრება: მისი ინტერესები, სურვილები, ურთიერთობები თანატოლებთან და უფროსებთან — ყველაფერი ექვემდებარება სკოლის პრობლემებს. მშობელი ხშირად ფიქრობს, რომ, თუ ბავშვს ასწავლა კითხვა, წერა და დათვლა 100-მდე, უკვე მოამზადა სკოლისათვის, მაგრამ ეს ასე არ არის. პირველკლასელის ადაპტაცია მოიცავს მზაობის ორ ძირითად დონეს: ფიზიკურს და ფსიქოლოგიურს. მაშასადამე, სასკოლო სწავლებისათვის ბავშვის მომზადება გულისხმობს არამარტო გარკვეული სასწავლო უნარების ფორმირებას სკოლამდელ პერიოდში. ფიზიკური კომპონენტი გულისხმობს 6-7 წლის ბიჭებისა და გოგონების ზოგად ფიზიკურ განვითარებას ნორმატიული მაჩვენებლების შესაბამისად. ასეთ მაჩვენებლებს მიეკუთვნება: მასა, სიმაღლე, მკერდის მოცულობა; მოტორიკის, მხედველობისა და სმენის მდგომარეობა, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა. ბავშვების ჯანმრთელობა ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
  2. ნერვულ-ფსიქიკური და ფიზიკური განვითარების დონე,
  3. ორგანიზმის ძირითადი სისტემების ფუნქციონირების მაჩვენებლები.
  4. ორგანიზმის უკუქმედების უნარი არაკეთილსასურველ ქმედებებზე. ამის საფუძველზე გამოყოფენ ბავშვების ხუთ ჯგუფს:
  5. პირველი ჯგუფი - ფსიქიკური და ფიზიკური განვითარება შეესაბამება ნორმებს(20-25%).
  6. მეორე ჯგუფი - ადგილი აქვს ფუნქციონალურ დარღვევებს, რომლებიც აძნელებენ ადაპტაციას, მაგრამავადმყოფობა ჯერ არ გადასულა ქრონიკულ ფორმაში(30-35%)
  7. მესამე ჯგუფი- აქვთ ქრონიკული დაავადებები- (30-35%).
  8. მეოთხე და მეხუთე ჯგუფები- აქვთ ჯანმრთელობის სერიოზული დარღვევები, რომლებიც არ იძლევა ჩვეულებრივ სკოლაში მათი სწავლების საშუალებას. მეოთხე და მეხუთე ჯგუფები- აქვთ ჯანმრთელობის სერიოზული დარღვევები, რომლებიც არ იძლევა ჩვეულებრივ სკოლაში მათი სწავლების საშუალებას. . ადაპტაცია.
    Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9