|

პა პე პი პლ პო პრ
პიგ პილ პირ

პიროვნება

ადამიანის საზოგადოებრივი არსება; ბიოლოგიური და სოციალური, თანდაყოლილი და შეძენილი თვისებების, ასევე პოზიტიური ზრდისა და თვითგანვითარების პოტენციურ შესაძლებლობათა სინთეზი.ესეიგი ეს არის ადამიანი - მიმართებებისა და შეგნებული საქმიანობის სუბიექტი, რომელსაც ხელეწიფება თვითშემეცნება და თვითგანვითარება. პიროვნება სოციალურად ნიშნადი თვისებების, მიმართებების, განწყობებისა და მოტივების მდგრადი სისტემა, რომელიც ახასიათებს ადამიანს როგორც საზოგადოების წევრს. პიროვნება ისტორიულ-ევოლუციური პროცესის მონაწილეა, ატარებს სოციალურ როლებს და ფლობს ცხოვრებისეული გზის არჩევის შესაძლებლობას. ამ გზაზე იგი გარდაქმნის ბუნებას, საზოგადოებასა საკუთარ თავს.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9