|

პა პე პი პლ პო პრ
პიგ პილ პირ

პიროვნული კონსტრუქტი

შეფასებითი სისტემა, რომელსაც ინდივიდი იყენებს მისი ცხოვრებისეული ობიექტების კლასიფიკაციისათვის. ეს ტერმინი ფსიქოლოგიაში. კელიმ შემოიღო აღსანიშნავად იმ კოგნიციური შაბლონებისა, რომლებსაც ადამიანი თვითონ ქმნის და შემდეგ ცდილობს, შეუთანხომოს ისინი იმ რეალიებს, რომელთაგანაც შედგება ეს სამყარო. კონსტრუქტი ადამიანს აძლევს საშუალებას, არა მარტო ახსნას სხვისი ქცევა, არამედ გააკეთოს საკუთარი ქცევის პროგნოზირებაც, რადგანაც კონსტრუქტი იძლევა ასეთი ქცევის ფაქტობრივ პროგრამას. პიროვნული კონსტრუქტი არის იდეა ან აზრი, რომელსაც ადამიანი იმისათვის იყენებს, რომ გააცნობიეროს, ახსნას ან იწინასწარმეტყველოს თავისი გამოცდილება მიმსგავსებისა და კონტრასტის ტერმინებში. ინდივიდის პიროვნება მეტნაკლებად მნიშვნელოვანი კონსტრუქტების ორგანიზებულ სისტემას წარმოადგენს. კონსტრუქტი.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9