|

პა პე პი პლ პო პრ
პლა

პლაცებოს ეფექტი

საზოგადოდ ტერმინით „პლაცებო“ აღნიშნავენ ამა თუ იმ ნივთიერებას, რომელსაც სამკურნალო თვისებები არა აქვს. მაგრამ ეს თვისება მიზნობრივად მიეწერება. ხოლო სამკურნალო ეფექტი, რომელსაც ეს ნივთიერება იწვევს, დაკავშირებულია პაციენტის რწმენასთან, რომ ის ღებულობს არა ფშუტე რაიმეს, არამედ ნამდვილ წამალს. ფსიქოლოგიაში პლაცებოს ეფექტი წარმოადგენს შესანიშნავ მაგალითს იმისას, როგორც ის, რომ, რასაც ჩვენ ვეუბნებით ადამიანს, ზემოქმედებს მის აღქმაზე. ეს იმიტომ, რომ პლაცებოს ეფექტი ეფუძნება შთაგონებას, ადამიანს უბრალოდ აცნობებენ, რომ ესა და ეს პრეპარატი კარგად ზემოქმედებს, და იგი ელოდება ამ ზემოქმედებას. საბოლოოდ, შთაგონების ძალით, მოსალოდნელი ეფექტიც ხდება. პედაგოგიკაში ეს ეფექტი უძვირფასესია!
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9