(გარეშე + á0os გატაცება) გარესამყაროსადმი გულგრილი, უხალისო დამოკიდებულება. აპათიის დროს შემცირებულია ან სრულიად დაკარგულია ინტერესები, ადგილი არა აქვს ემოციონალურ რეაქციებს, არ არის სწრაფვა რომელიმე საქმიანობისადმი. სიტყვა აპათია ხშირად სიზარმაცისა და ფლეგმატიკურობის სინონიმად. აპათია შეიძლება იყოს თანდაყოლილი თვისება, მაგრამ შეიძლება მოწმობდეს დარღვევას ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაში.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.