|

პა პე პი პლ პო პრ
პოზ პოლ პორ

პოლემიკა

Gk.
სამხედრო საქმეები. სამხედრო ხელოვნება, სამხედრო, მტრული) დავა, უმეტეს შემთხვევაში საკითხების გამორკვევისას პოლიტიკურ, ფილოსოფიურ, ლიტერატურულ ან მხატვრულ სფეროებში. ამ ცნებასთან ერთად (მის გვერდით) გამოიყენება კამათი, ანუ პაექრობა და დისკუსია. პოლემიკა დავის სახესხვაობაა, რომელიც განსხვავდება იმით, რომ მოპაექრეთა ძირითადი ძალისხმევა ორიენტირებულია საკუთარი თვალსაზრისის დამტკიცებაზე. დისკუსიასთან ერთად პოლემიკა არის დავის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა. დისკუსიასთან მას აახლოებს საკმაოდ განსაზღვრული თეზისის ქონა, ცნობილი შინაარსობრივი დალაგებულობა, გამართულობა, მოპაექრეთა გამოსვლების რიგითობა, რამდენადმე განსაზღვრულობა იმ ხერხებისა, რომელთა მეშვეობითაც ხდება მოწინააღმდეგის აზრის უარყოფა და საკუთარი თვალსაზრისის დასაბუთება. ამასთან ერთად, პოლემიკა არსებითად განსხვავდება დისკუსიისგან. თუ დისკუსიის მიზანია, უპირველეს ყოვლისა, საერთო თანხმობის ძიება, ძიება იმისა, რაც აერთიანებს სხვადასხვა თვალსაზრისებს, მაშინ პოლემიკის ძირითადი ამოცანაა ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციებიდან ერთ-ერთის დამტკიცება. პოლემიკაში მონაწილე მხარეები დავის საშუალებების, მისი სტრატეგიისა და ტაქტიკის შერჩევაში ნაკლებად არიან შეზღუდულები, ვიდრე დისკუსიაში. პოლემიკაში შეიძლება გამოყენებულ იქნას კორექტული ხერხების უფრო ფართო სპექტრი, ვიდრე დისკუსიაში. მასში დიდი მნიშვნელობა აქვს, კერძოდ, ინიციატივას, თემის განხილვის საკუთარი სცენარის თავს მოხვევას, ხელსაყრელი მომენტის გამონახვასა და სხვა ილეთებს. ისე, რომ პოლემიკაში შეიძლება გაიმარჯვოს მცდარმა თვალსაზრისმაც. პოლემიკაში, ისე, როგორც დავაში საერთოდ, დაუშვებელია არაკორექტული ხერხები (თეზისის მოტყუებით ან უცაბედად, შეცვლა და დაუმტკიცებელი არგუმენტების გამოყენება და სხვა).
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9