(განათლებაში ბევრი დამუშავება, მოგვიანებით აღზრდა, განათლება, განვითარება, თაყვანისცემა)განათლების აგება კულტურული პლურალიზმის პრინციპებზე და იმის აღიარებაზე, რომ ყველა ეთნიკური და სოციალური ჯგუფი, რომლებიც შეადგენენ მოცემულ საზოგადოებას, თანაბარფასოვანი და თანაბარუფლებიანია, დაუშვებელია ადამიანთა დისკრიმინაცია ეროვნული ან რელიგიური მიკუთვნების, სქესის ან ასაკის ნიშნებით. პოლიკულტურიზმი განათლებაში ხელს უწყობს საზოგადოების მრავალფეროვნების გარდაქმნას მისი განვითარების სასარგებლო ფაქტორად, ეხმარება ადამიანს, შეეგუოს არსებობის ცვალებად პირობებს, ჩამოიყალიბოს სამყაროს რაც შეიძლება უფრო სრულყოფილი სურათი. გლობალური განათლება დიალოგის კონტექსტს აფართოებს პლანეტარულ დონემდე.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.