მრავალრიცხოვანი მეტყველება) — მრავალი მონაწილის საუბარი. ამასთან, იგულისხმება, რომ მოლაპარაკის როლი გადადის ერთი პირიდან მეორეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ლაპარაკი გადაიქცევა მონოლოგად, არის სიტყვა დიალოგის რელატიური სინონიმი, რადგანაც შეცდომაა, რომ დიალოგში ვიგულისხმოთ ზუსტად ორი თანამოსაუბრე (ბერძნული პრეფიქსი „დია" სიტყვაში დიალოგი და ბერძნული „დი-“ (ორი) მხოლოდ გარეგნულად ჰგვანან ერთმანეთს). ამასთან დაკავშირებით, დიალოგში, როგორც პოლილოგში, შეიძლება მონაწილეობდეს პირთა ნებისმიერი რაოდენობა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.