(საქმე, მოქმედება)ფილოსოფიური მიმართულება, რომელიც ბაზირებულია პრაქტიკაზე, როგორც ჭეშმარიტების კრიტერიუმზე. ეს არის ამერიკული აზრის მიმართულება, რომელშიც პრაქტიკის ფაქტორი გამოიყენება ფილოსოფიის მეთოდოლოგიური პრინციპის სახით. პრაგმატიზმი არის პოზიტივიზმის განვითარების ამერიკული ფორმა, რომელიც ჭეშმარიტებად აღიარებს არა იმას, რაც შეესაბამება ობიექტურ სინამდვილეს, არამედ იმას, რაც იძლევა პრაქტიკულად სასარგებლო შედეგებს. ამ მიმართულების შემოქმედია მეცხრამეტე საუკუნის ამერიკელი ფილოსოფოსი ჩარლზ პირსი.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.