ადამიანი, რომელსაც ყოველთვის უნდა შეამოწმოს, მუშაობს თუ არა პრაქტიკაში იდეები, თეორიები, მეთოდიკები. პრაგმატიკოსი პრაქტიკული, კარგი ათვისების უნარის მქონე ადამიანია, რომელსაც უყვარს გადაწყვეტილებათა მიღება და პრობლემების ამოხსნა. უსასრულო დისკუსიები მის ნერვიულობას იწვევს. პრობლემებსა და რისკს აღიქვამს როგორც გამოწვევას. პრაგმატიკოსები ძირითადად სწავლობენ საქმიანობის პროცესში და მთავარ ყურადღებას აქცევენ პრაქტიკას და არა თეორიას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.