აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ
აპა აპე აპლ აპო აპრ

აპერცეფცია

L.
(a(d) თან + perceptio აღქმა) ადამიანის ფსიქიკის ერთ-ერთი ფუნდამენტალური თვისება, რომელიც გამოიხატება გარესამყაროს საგანთა და მოვლენათა აღქმისა და ამ აღქმის გაცნობიერების განპირობებულობაში ფსიქიკური ცხოვრების, როგორც ერთმთლიანის, ზოგადი შინაარსის თავისებურებებით, ცოდნის მარაგითა და პიროვნების კონკრეტული მდგომარეობით. ლაიბნიცმა გამოიყენა ტერმინი პერცეფცია როგორც ცნობიერებამდე ჯერ კიდევ არმისული უბრალო შთაბეჭდილება, რომელსაც ჩვენი გრძნობის ორგანოებზე ახდენს ესა თუ ის ცნობილი მოვლენა (თუმცა, თანამედროვე ფსიქოლოგიაში პერცეფცია იგივეა, რაც აღქმა). აპერცეფცია კი აღნიშნავს შეგრძნებას, რომელიც უკვე აღქმულია ცნობიერების მიერ. მაგალითად, თუ ჩვენს გვერდით გაისმა ხმა, რომელმაც ააღელვა ჩვენი ყურის დაფის აპკი, მაგრამ ეს ხმა ჯერ კიდევ არ მისულა ჩვენს ცნობიერებამდე, მაშინ ადგილი აქვს უბრალო პერცეფციას; ხოლო როცა ჩვენ მივაქცევთ მას ყურადღებას და შეგნებულად გვესმის, მაშინ გვაქვს აპერცეფციის ფაქტი. ამიტომ აპერცეფცია არის ცნობილი გრძნობითი შთაბეჭდილების შეგნებული აღქმა და წარმოადგენს შთაბეჭდილებიდან შემეცნებაზე გადასვლას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9