(საქმიანობა) საქმიანობა) გონიერი ადამიანური საქმიანობა, რომელიც ემყარება გაცნობიერებულ მიზანმიმართულობას და ორიენტირებულია სინამდვილის, მატერიალური სამყაროს (მათ შორის თვით ადამიანის) გარდაქმნაზე. კერძოდ, პრაქტიკას უწოდებენ ისეთ საქმიანობას, რომლის მიზანია ამა თუ იმ საქმეში აუცილებელი გამოცდილების დაუფლება, ასევე, თავის სფეროში ამა თუ იმ სპეციალისტის ინდივიდუალური გამოცდილება, დახელოვნება. ამის გამო, გვაქვს ცნებები: სპეციალური პრაქტიკა, საწარმოო პრაქტიკა, სულიერი პრაქტიკა, სასწავლო პრაქტიკა, პედაგოგიური პრაქტიკა, სამედიცინო პრაქტიკა და სხვა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.