აზროვნების ტიპი, რომელსაც ადგილი აქვს მაშინ, როცა ადამიანს სჭირდება კონკრეტული სიტუაციის გადაჭრა, მისი მახასიათებელი თავისებურბებისა და პირობების გათვალისწინებით. ასეთი აზროვნება ხშირად დროის დეფიციტის პირობებშია აუცილებელი. მისი ძირითადი ამოცანაა. სინამდვილის ფიზიკური გარდაქმნა. ზოგჯერ იგი შეიძლება თეორიულ აზროვნებაზე უფრო რთული იყოს, რადგანაც შეიძლება გაიშალოს ექსტრემალურ გარემოებებში, როცა ჰიპოთეზის შემოწმებისათვის არავითარი პირობები არ არსებობს.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.