|

პა პე პი პლ პო პრ
პრა პრე პრი პრო

პრაქტიკული მეცადინეობა

სასწავლო მეცადინეობის ფორმა, რომელზეც პედაგოგი ორგანიზებას უკეთებს სტუდენტთა მიერ სასწავლო დისციპლინის ცალკეული თეორიული დებულებების დეტალურ განხილვას, რის შედეგადაც, შესაბამისი ამოცანების ამოხსნის გზით, სტუდენტებს უყალიბდებათ მათი პრაქტიკული გამოყენების უნარჩვევები. პრაქტიკული მეცადინეობის სტრუქტურაში დომინირებს სტუდენტთა დამოუკიდებელი მუშაობა. ასეთი მეცადინეობის დროს ღრმავდება სტუდენტთა მეცნიერულ-თეორიული ცოდნა და ისინი ეუფლებიან ტიპიური ამოცანების ამოხსნის მეთოდიკასა და დამოუკიდებელი მუშაობის გარკვეულ მეთოდებს.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9