აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ
აპა აპე აპლ აპო აპრ

აპლიკაცია

L.
(applicātiō მიდება, მიერთება) გამოსახულების მიღების ხერხი; დეკორაციულ-გამოყენებითი ხელოვნების ტექნიკა ;ეს არის ფერადი ქაღალდის, ქსოვილის, ტყავის და მისთანათა ნაჭრებისაგან, ასევე, მცენარეული და სხვა მასალისაგან (ფოთლები და სხვა.) ნაწილების გამოჭრა და ფიგურების, უზორების ან მთელი სურათების, ნახატების, ორნამენტების დაწებება (დაკერება) ფუძემასალაზე (ფონზე). როგორც წესი, აპლიკაციის ფუძემასალად იყენებენ სქელ ქაღალდს, მუყაოს (კარდონს), თხელი ფიცრის ნაჭერს და სხვა. აპლიკაცია შემეცნებით საქმიანობასთანაა დაკავშირებული და ბავშვების შემეცნებით და შემოქმედებით განვითარებაზე შეუძლია უდიდესი ზეგავლენის მოხდენა. აპლიკაციას დიდი გამოყენება აქვს ავეჯის წარმოებაში და სხვაგანაც.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9