(პრე-ნატალური) ეს არის კლასიკური მაგალითი მომწიფების პერიოდისა, რომლის მსვლელობის დროს მკაცრად განსაზღვრულ და ჰიგიენურად განმტკიცებულ თანამიმდევრობაში მიმდინარეობს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის გარდაქმნა ახალშობილ ჩვილში. პრენატალური განვითარების პერიოდი, რომელიც 38 კვირა გრძელდება, ტრადიციულად იყოფა სამ სტადიად: ზიგოტის სტადია (მიახლოებით ორი კვირა), ემბრიონის სტადია (მეორე კვირიდან მერვე კვირამდე) და ნაყოფის სტადია (მეცხრე კვირიდან დაბადებამდე). ნატალური.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.